en
ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

"ახალგაზრდა ადვოკატები" (www.barristers.ge) წარმოადგენს იურიდიულ პროფესიაში მოქმედ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის პლატფორმა ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ჩვენთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს მუდმივ, უწყვეტ და ყოველდღიურ მიმართულებას, შერჩეული კანდიდატი კი უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნული კეთილსინდისიერების, პროფესიული კომპეტენტურობის, საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულების კრიტერიუმებს.

წყარო: jobs.ge