ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტებზე, რომელთა მიზანია საქართველოში მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის ინიციატივების მხარდაჭერა. აღნიშნული კონკურსი ტარდება ფონდის პროგრამის "თანამონაწილეობა და სამოქალაქო მონიტორინგი ცვლილებებისათვის" ფარგლებში. პროგრამა შექმნილია საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და მედია საშუალებების აქტიური და ინფორმირებული მონაწილეობისათვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში მათ რეგიონებში. პროგრამა ზრდის მათ უნარ-ჩვევებს განახორციელონ პოლიტიკურ დონეზე მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი და შეფასება, ხელი შეუწყონ საჯარო განხილვებს, დებატებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას.
წყარო: jobs.ge