en
ge

ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეთათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მწერალთა სახლი
  • დაწყების თარიღი: 24.10.2019
  • ბოლო ვადა: 10.12.2019
  • ბმული: https://bit.ly/2qCFmgh

მწერალთა სახლი, გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თხზულებიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

  • კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“);
  • გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“);
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი