en
ge

2019 წლის ჟურნალისტთა კონკურსი „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ატარებს კონკურსს „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“.

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით (ყველა რეგიონში) გამოვავლინოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ:

•სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს;

•საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ექნება შესაძლებლობა, მათი რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული წარმომადგენელი დაასახელონ. (თბილისში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ მხოლოდ ცენტრალური მედიის ჟურნალისტის შერჩევაში).

გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ კითხვარი!

თბილისის ორგანიზაციებისთვის

რეგიონული ორგანიზაციებისთვის

გამარჯვებულად გამოცხადდებიან ის ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ; ასევე - ცენტრალური მედიის ის ჟურნალისტი, რომელიც, საერთო მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად დასახელდება.

ეს იქნება კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამოხატონ მადლიერება და წაახალისონ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.

ყურადღება! გთხოვთ, თანდართული კითხვარი შეავსოთ 15 ნოემბრამდე.

ერთ ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. (ორგანიზაციიდან მიიღება 1 შევსებული კითხვარი. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ საერთო ორგანიზაციული გადაწყვეტილება და ისე შეავსოთ კითხვარი).

კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.