en
ge

ახალგაზრდული მედია ბანაკის ტრენერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ინტერნიუსი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 29.05.2013
  • ბოლო ვადა: 04.06.2013
  • ბმული: http://jobs.ge/58384/
"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული მედია ბანაკის ტრენერის პოზიციაზე.
"ინტერნიუსი-საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ემსახურება როგორც მედიის პროფესიონალებს, ასევე საქართველოს საზოგადოებას, რათა ისინი უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავისი აქტიურობით შესაძლებელი გახადონ პოზიტიური ცვლილებები.
კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება.
სამუშაოს პერიოდი: 2013 წლის სექტემბერი.
პოზიციის მიზანი:
პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინი" მიზნად ისახავს აფხაზ, ოს და ქართველ ახალგაზრდებს (18-25 წლამდე) შორის მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას ერთობლივი მედია ტრენინგების და ინტერნეტზე დაფუძნებულ მედია კომუნიკაციაში რეგულარული ჩართულობისა და დიალოგის საშუალებით. 8 დღიანი მულტი-ეთნიკური მედია ბანაკის 15 მონაწილეს (სოხუმიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან) საშუალებას მისცემს შეიძინონ მედიასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარები და ითანამშრომლონ რეგიონალური ვებ პროექტის ფარგლებში.
წყარო: jobs.ge