en
ge

საგრანტო კონკურსი

"ASB საქართველო" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) ახორციელებენ პროექტს "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში", რომელიც დაფინანსებულია აშშ მთავრობის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლებისთვის.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" აცხადებენ საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საარსებო წყაროების გაძლიერებას, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გაზრდას ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად.

წყარო: jobs.ge