ქალთა ფონდი საქართველოში სწრაფი რეაგირების ფონდთან (UAF) თანამშორმლობით აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გრანტების სწრაფად და დროულად გაცემას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს სტრატეგიული
მნიშვნელობის მქონე ღონისძიებების მხარდასაჭერად მცირე გრანტების გაცემას
ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაიმე მოულოდნელი მოვლენა - პოზიტიური ან
ნეგატიური - ქმნის სიტუაციას, რომელშიც სწრაფ ჩარევას შეუძლია
მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა.
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ან ინდივიდუალურ აქტივისტებს,
რომლებიც ასოცირებული არიან რომელიმე ქალთა ორგანიზაციასთან.
წყარო: womenfundgeorgia.org