საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP)
პარტნიორობით, "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურ მონაწილეობას, ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზება/ჩატარებას.
საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზნებს და ასახავდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფსმი კუთვნებული ამომრჩევლების, იძულებით გადაადგილებული პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისან/და ქალთა ჯგუფების ინფორმირების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
წყარო: electionreforms.ge