გამოცხადდა აპლიკაციების მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამისთვის. თუ ხართ ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან ან უკრაინიდან, გაქვთ ახალი იდეები თქვენი თემის თუ ქვეყნის განვითარებისთვის და გსურთ გაიუმჯობესოთ ლიდერული უნარ-ჩვევები - გააგზავნეთ აპლიკაცია 2020 წლის 13 იანვრამდე.
სტიპენდიანტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, გაიუმჯობესონ ლიდერული უნარ-ჩვევები, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგებში, შესაძლებლობის განვითარების სხვადასხვა აქტივობებში, განახორციელონ ინდივიდუალური პროექტები, ჰქონდეთ კავშირი თავიანთ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და გახდნენ პროგრამის სტიპენდიანტთა საერთაშორისო ქსელის წევრები. კონკურსის შედეგად აირჩევა 20 სტიპენდიანტი.
წყარო: eapcivilsociety.eu