Kvinna Till Kvinna ატარებს ინტეგრირებული უსაფრთხოების ტრენინგს ქალთა უფლებების დამცველთათვის, რომელიც ასევე მოიცავს მათი კეთილდღეობის და საკუთარ თავზე ზრუნვის საკითხებსაც.
რა არის ინტეგრირებული უსაფრთხოება:
ინტეგრირებული უსაფრთხოების სემინარის კონცეფცია შეიქმნა ქალთა
უფლებების დამცველი აქტივისტებისათვის. ინტეგრირებული უსაფრთხოების მოიცავს აქტივისტის მუშაობიას და ცხოვრების ყველა ასპექტს. ინტეგრირებული უსაფრთხოების
სემინარებზე დამატებითი ინფორმაციისათვის
გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი და ინტეგრირებული უსაფრთხოების სახელმძღვანელო:
http://www.integratedsecuritymanual.org
ტრენერეთა ტრენინგის პროგრამის სტრუქტურა:
რამდენიმე წლის განმავლობაში ინტეგრირებული უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობის შემდეგ Kvinna till Kvinna დაინახა,
რომ საჭიროა, შემუშავდეს ტრენერების მომზადების პროგრამა ამ სფეროში, რათა ჩამოყალიბდნენ კვალიფიციური ადგილობრივი ტრენერები როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლებსაც შეეძლებათ ტრენინგების ჩატარება პირების და ორგანიზაციებისთვის (მათ მშობლიურ ენებზე).
ტრენინგის ორგანიზება და მიმდინარეობა იქნება ინგლისურ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში რუსული თარგმანით; ამიტომ, სულ მცირე ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული ენის ცოდნა აუცილებელია.
წყარო: პორტალი
GINSC