ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC) ეროვნული უმცირესობების დაცვის საერთაშორისო ჯგუფთან ერთად (MRG Europe) მართავს ტრეინინგს თემაზე „უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ადვოკატირება". ტრეინინგი გაიმართება პროექტ "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ.
ტრენინგი გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. ტრეინინგზე განხილული იქნება ეროვნული უმცირესობათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები:
- შესავალი უმცირესობათა უფლებებეზე
- გაეროს (UN) ინსტრუმენტები ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ
- ევროპის საბჭო და ჩარჩო კონვენცია ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ
- ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ინსტრუმენტები ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ
- ევროპის კავშირი (EU)
- ადვოკატირების ინტრუმენტები
წყარო: ACICC