en
ge

საგრანტო კონკურსი - მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

USAID/PROLoG აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომლის მიზანია ქალების, ბავშვების, შშმ პირებისა და უმცირესობათა ჯგუფებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ძალადობის მსხვერპლები, სექსუალური შევიწროების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლები. 

ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას და დაგეგმავენ აქტივობებს ცნობიერების ასამაღლებლად - ა) ქალების, ბ) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, გ) ბავშვების, დ) შშმ პირების, რომლებიც არიან ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლები, ან იმყოფებიან ამგვარი საფრთხის ქვეშ, და ე) სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. 

წყარო: Jobs.ge