დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) საგრანტო კონკურსის ზოგადი მიზანია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასა და განხორციელებაში.
კონკურსს სამი მთავარი ლოტი აქვს: 1. ბიზნესი და ადამიანის უფლებები; 2. წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა; 3. დემოკრატიული ანგარიშვალდებულება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის და თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე ლოტის ფარგლებში.
წყარო: blackseango.org