ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - "საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში" - ფარგლებში, საზედამხედველო ფუნქციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მართავს ტრენინგებს საქართველოს 5 ქალაქში - თელავში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
ტრენინგები, რომელიც ბრიტანელი და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდება, დაეხმარება ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მიერ ინიცირებული ნააკ-ისა და/ან თემატური მოკვლევების პროცესებში.
წყარო: Jobs.ge