ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი აცხადებს მცირე კვლევითი გრანტების კონკურსს სტუდენტებისთვის, გენდერის მკვლევარებისთვის, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგებისთვის საქართველოდან.
გრანტის ფარგლებში, თითოეულმა გრანტის მიმღებმა უნდა მოამზადოს ერთი აკადემიური სტატია (მოცულობა: 15-18 გვერდი), რომელიც გაანალიზებს საბჭოთა საქართველოში ქალების როლს მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი ან ორი აპლიკანტი.
წყარო: ორგანზიაციის ვებგვერდი