en
ge

აღმასრულებელი დირექტორი

"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და ეძებს გამოცდილ, ენთუზიაზმით აღსავსე, კვალიფიციურ და გამბედავ კანდიდატს, რომელიც წარუძღვება ორგანიზაციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციის პროგრესის გაგრძელებას. აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა ორგანიზაციის გამგეობის წევრების მიერ და ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე. იგი პასუხისმგებელი იქნება ISFED-ის მართვაზე და ორგანიზაციის რეპრეზენტაციაზე ფართო საზოგადოების წინაშე. აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულება, ასევე, პროგრამებისათვის შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება, დაინტერესებულ მხარეებთან სანდო სამუშაო ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.

წყარო: jobs.ge