ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს მედია განათლების პროგრამისთვის განაცხადების მიღებას. საქართველოდან 25 ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში მათ მომზადებას, რაც მოიცავს ამბის თხრობას სხვადასხვა პლატფორმაზე, მედიაინჟინერიას, ნიუსრუმში ტრადიციული და ახალი მედიაფორმების გაერთიანებას, ფაქტების გადამოწმების ოპერაციების მნიშვნელობას და შესრულებას, აგრეთვე ახალ ტენდენციებს მედიაბიზნესის მოდელებში.
წყარო: ge.usembassy.gov