en
ge

ტენდერი საფოსტო ბარათების და კალენდრების დამზადებაზე

  • ტენდერი
  • დაწყების თარიღი: 15.01.2020
  • ბოლო ვადა: 22.01.2020

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, საფოსტო ბარათების და კალენდრების დამზადებასა და მოწოდებაზე.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;

** სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61

https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას.

კამპანიის მიზანია:

** საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება 3 ძირითადი მიმართულებით:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულებები და ფუნქციები;

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;

** სამოქალაქო აქტივიზმი.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი - "ეს ქვეყანა შენია". უკვე არსებობს ამ დასახელების გვერდი სოციალურ მედიაში (ლინკი: https://www.facebook.com/Thiscountryisyours/) და მზადდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები და სატელევიზიო გადაცემების ციკლი რეგიონულ ტელევიზიებში. კამპანია ასევე მოიცავს პირისპირ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, სადაც მოხდება კამპანიის ბრენდის პრომო-პროდუქციის გადაცემა ბენეფიციარებზე. ამავე კამპანიის ფარგლებში ცხადდება ტენდერი შემდეგი პროდუქციის შექმნასა და მოწოდებაზე:

ლოტი # 1 საფოსტო ბარათების კრებული რაოდენობა - 2000 (ორი ათასი) ცალი მახასიათებლები:

** 16 სახეობის ბარათი + ყდა (ბარათების ჩასადები);

** ბარათი -A6, 16 სახეობის, 300 გრამიანი ცარცი,

** ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, ლამინირება.

** ყდა (ბარათების ჩასადები) - 300 X 105, 300 გრამიანი ცარცი,

** ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, ლამინირება, ბიგირება.

ლოტი # 2 კალენდარი რაოდენობა: 1000 (ერთი ათასი) ცალი მახასიათებლები:

** ფორმატი: A 3

** ყდა: 2 ფურცელი 4+0(ფერადი), 250გრ. მატირებული ცარცი, ლამინირება;

** შიგთავსი: 12 ფურცელი, ცალმხრივი ბეჭდვა, 4+0 (ფერადი) 200გრ მატირებული ცარცი;

** აკინძვა: ვერტიკალურად, ზამბარაზე.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ 2020 წ. 22 იანვრის 18:00-მდე, შემდეგ ელფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org

** ლოტი, რომელშიც იღებს მონაწილეობას (შეიძლება ერთი ლოტი ან ყველა);

** ბიუჯეტი - (დანართ #1-ში მითითებული ფორმით);

** დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს დამკვეთისგან ბრენდირების შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა;

** ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.

** საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

** შემოთავაზებული პროდუქციის ელექტრონული ფოტოები (JPG ფორმატში), განმცხადებელი იტოვებს უფლებას კონკურსში მონაწილეებს მოსთხოვოს შემოთავაზებული პროდუქციის რეალური ნიმუშების წარმოდგენა.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ შესყიდვების ოფიცერს, გიორგი ავაზაშვილს:

ელფოსტის მისამართი:: g.avazashvili@civilin.org

ტელ: 551 119 829