სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს სოციალური მედია კამპანიის მომსახურებაზე.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციისა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.
შესყიდვის საგანია სოციალურ ქსელებში (facebook, Instagram) კამპანიის წარმოება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს უკვე მიმდინარე კამპანიას „ეს ქვეყანა შენია“ (ფბ გვერდი „ეს ქვეყანა შენია“).