en
ge

Ostkurs 2020: ზაფხულის აკადემია ჟურნალისტებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან

ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტი (ifp) ახალგაზრდა, გერმანულად მოსაუბრე ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან 2020 წლის 5-24 ივლისს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას სამკვირიან ზაფხულის აკადემიაში მიუნხენში. ჟურნალისტიკის კლასიკური სტილისტური ფორმების (ახალი ამბები, ინტერვიუ, რეპორტაჟი) გარდა პროგრამაში იქნება ასევე ონლაინ ინფორმაციის მოძიება და ვერიფიკაცია, ასევე მობილური რეპორტაჟების შექმნა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 თებერვალი.

წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში