en
ge

ლიდერობის ვორქშოფი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, 19-22 მაისი 2020, ვარშავა, პოლონეთი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 19-22 მაისს, ვარშავაში ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო სექტორის 25 ლიდერი ბალკანეთის და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები. უპირატესობა მიენიჭებათ ხელმძღვანელი პოზიციების მქონე პირებს. სასურველია ორგანიზაცია მუშაობდეს: ადამიანის უფლებების, უმცირესობების და მარგინალიზებული ჯგუფების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში. 

წყარო: blackseango.org