საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის
კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის
თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახიძის ქ. # 15
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატად/კონსულტანტად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მედია სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და საქართველოში მიმდინარე მედია რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე
სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და ჯგუფური მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მართვა;
- მედია ცენტრში დასაქმებული იურისტების მუშაობის კოორდინაცია
- პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეეგმვა და განახორციელება;
- პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- პერიოდული გეგმებისა და ანგარიშების მომზადება;
- გრანტის გამცემისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
- საია-ს რეგიონულ ოფისებთან კოორდინირებული მუშაობა;
- იურიდიული კონსულტაციის გაცემა ჟურნალისტებისთვის;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ჟურნალისტებისთვის;
- მედია სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- პუბლიკაციებისა და კვლევების მომზადება მედია სფეროში;
- მედია ცენტრის ვებგვერდის მართვა და მისი მუდმივი განახლება;
- მედია ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია სოციალური მედიისა და პირადი შეხვედრების მეშვეობით;
- სხვა საქმიანობის განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება თუ რომელ პოზიციაზე შემოაქვს კონკურსანტს საბუთები;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი;
- იურისტის დიპლომის ასლი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 18 ივნისის 18 საათამდე.
საკონტაქტო პირი ანი ტაბიძე და თამარ სარაჯიშვილი
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.
ტელეფონი: 295 23 53, 293 61 01
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
წყარო: gyla.ge