კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში.
”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი” ათწლეულებია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს. სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”.
პროექტის მიზანია: მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ. რეგიონის მსმენელთათვის ლექციები გადაიცემა ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში. გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები. დაინტერესების შემთხვევაში მათ აგრეთვე მიეცემათ საშუალება “კავკასიური სახლის: ვიდეოსტუდიის ტექნიკის გამოყენებით გადაიღონ დუკუმენტური ფილმები კავკასიურ თემატიკაზე. პროექტის მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიურ სახლში გამართულ სხვა კულტურულ ღონისძიებებს – მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, პერფომანსებს და ა. შ. სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის სასურველ თემებზე.
წყარო: caucasianhouse.ge