კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“
(დეტალური ინსტრუქცია იხ. თანდართულ ფაილებში: კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმა)
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 31 მარტისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
შიდა ქართლი - მერი ბეჟუაშვილი 577 09 16 01
სამცხე - ჯავახეთი - ხათუნა ხმალაძე 595 79 53 95
სამეგრელო-სემო სვანეთი - ცირა გულუა 599018138
აჭარა- ცირა ქობულაძე 555567102
იმერეთი - შორენა ტყემალაძე 577952953
ქვემო ქართლი - ირინა მელქაძე 599417994
კახეთი: ნანა ნიკოლაშვილი 577678634
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.