en
ge

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. 

კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: 

  • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა; 
  • სამოქალაქო აქტივიზმი. 

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე. 

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

  • ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  მოსწავლეთა ჯგუფებს  (მათ შორის თვითმმართველობებს, სამოქალაქო კლუბების და მოსწავლეთა სხვა ჯგუფებს).  თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
  • კონკურსის ვადები
    საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა  განხორციელდეს კონკურსის გამოცხადებიდან  31 მარტამდე.
  • ნომინაციები
    კონკურსი ჩატარდება სამ ნომინაციაში:
    ნომინაცია 1: სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება
    ნომინაცია 2: სამოქალაქო აქტივიზმი
    ნომინაცია 3: საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) საქმიანობის წარმოჩენა.
  • შეფასება
    საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს რეგიონის კომპეტენტური ჟიური. ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ  ფინალურ შეკრებაზე, სადაც თავს მოიყრის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის გამარჯვებული და სადაც ჩატარდება კონკურსის სუპერ-ფინალი.

      

(დეტალური ინსტრუქცია იხ. თანდართულ ფაილებში: კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმა)

გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ  არაუგვიანეს  31 მარტისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

შიდა ქართლი - მერი ბეჟუაშვილი 577 09 16 01

სამცხე - ჯავახეთი - ხათუნა ხმალაძე 595 79 53 95

სამეგრელო-სემო სვანეთი - ცირა გულუა 599018138

აჭარა- ცირა ქობულაძე 555567102

იმერეთი - შორენა ტყემალაძე 577952953

ქვემო ქართლი - ირინა მელქაძე 599417994

კახეთი: ნანა ნიკოლაშვილი 577678634

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.