საქართველოს საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის მოქმედ თანამშრომლებს გიწვევთ 2020 წლის 20-25 მარტს მართლმსაჯულების 2020 წლის სკოლაში მონაწილეობისთვის. მართლმსაჯულების სკოლა ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით, შემდეგი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG), ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში (CoE), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
წყარო: jobs.ge