ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი "პარტნიორები - საქართველო", საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, იწყებს ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული პროგრამის განხორციელებას.
პროგრამა ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური
მხარდაჭერით და მისი მიზანია სხვადასხვა ტრენინგისა და თემატური სემინარის
მეშვეობით გადასცეს ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების თანამშრომლებს ის
საკვანძო უნარ-ჩვევები და თეორიული ცოდნა, რომელიც გაზრდის მათ
შესაძლებლობებს, დაეხმარება ორგანიზაციის გაძლიერებასა და მხარდამჭერთა
მოპოვებაში და უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.
წყარო: jobs.ge