en
ge

განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო პროგრამაზე დაიწყო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) პური მსოფლიოსთვის  (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე.

თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

მონაწილეობითი ბიუჯეტირება;

ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები;

სახელმწიფო შესყიდვები;

მუნიციპალური საჯარო ფინანსები.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.

იხილეთ აპლიკაციის ბმული...

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  16 თებერვალი, 2020

დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი