ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გაეწევათ დახმარება, განახორციელონ ნიშური აუდიტორიის (ადგილობრივი, სოფლად მცხოვრები აუდიტორიის, ახალგაზრდების, ქალების და ა.შ. ან კონკრეტული დემოგრაფიული კრიტერიუმის, მაგ. ასაკის, შემოსავლის, ინტერესის მიხედვით) საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა.
მინიმუმ, ერთი მცირე გრანტი მიმართული იქნება ქალებისა და გოგონების ინფორმაციული საჭიროებებისკენ.
წყარო: http://media.ge