en
ge

AMERICAN CAMP–ის ბანაკის 2020 წლის გაზაფხულის სეზონი იხსნება

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 05.02.2020
  • ბოლო ვადა: 20.02.2020

რეგიონული განვითარების ცენტრი აცხადებს მონაწილეების მიღებას AMERICAN CAMP-ის 2020 წლის გაზაფხულის სეზონის ბანაკში. ბანაკი გაიმართება სასკოლო საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში.

ბანაკის პერიოდია 7- 16 მარტი. ამერიკული საგაზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში! AMERICAN CAMP არის 10 დღიანი ინგლისურენოვანი ლიდერთა ზამთრის ბანაკი, რომელიც 8 წელია აქტიურად აწყობს ზამთრისა და ზაფხულის ინგლისურენოვან სკოლებს. ლიდერთა სკოლაში ტრენინგ კურსს წარუძღვებიან ამერიკელი და ქართველი ტრენერები! სწავლის განსაკუთრებული მეთოდები მხოლოდ AMERICAN CAMP – ში.

ტრენინგების ხანგრძლივობა დღეში განისაზღვრება 3 საათით. მონაწილეები ყოველდღიურად დაწერენ მათთვის სპეციალურად შექმნილ ტესტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღების დროს აუცილებლად დაეხმარებათ. საღამოს აქტივობები, განისაზღვრება 2 საათით. (ტალანტშოუ, კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, დისკოტეკა, რა? სად? როდის?, სამაგიდო თამაშები).

AMERICAN CAMP–ის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ჩაუტარდებათ სხვადასხვა თემატიკის სასწავლო სესიები/ტრენინგები. თითოეული ტრენინგის საშუალებით მიიღებენ საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ტრენინგი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული და მონაწილეთა ენტერესებზე მორგებული, პროგრამა შედგება 30% თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯიშო 50%, სიტუაციური დავალებები 20%. სასწავლო პროგრამასთან ერთად თქვენ გელით ახალი მეგობრები, დაუვიწარი დღეები, შემეცნებითი და სახალისო ლაშქრობები.

საგაზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურინში: კომფორტული და უსაფრთხო სასტუმრო (დიდველთან ახლოს); სამჯერადი ჯანსაღი კვება (შვედური მაგიდა); საცურაო აუზი; კეთილმოწყობილი ეზო; ოჯახიდან ორი ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. ტრანსპორტირება თბილისი–ბაკურიანი–თბილისი. ასევე, ჯგუფის შექმნის შემთხვევაში ქუთაისი–ბაკურიანი–ქუთაისი, ბათუმი–ბაკურიანი–ბათუმი.

თარიღი: 7 მარტი-16 მარტი.

მონაწილეობა შეუძლია 8–16 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

ბანაკის ღირებულება შეადგენს 580 ლარს.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 33 91 81