24-28 თებერვალს ქალაქ სტრასბურგში ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროპის საბჭოს მიერ ოგანიზებული ტრენინგი გაიმართება.
კურსი განსაზღვრულია 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებისთვის „50/50“–ზე პრინციპით.
ტრენინგის მიზანია ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკის განვითარება, პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია ევროპის საბჭოს სტანდარტების, პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით.
მონაწილეების განთავსებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს ევროპის საბჭო. მონაწილეების ავიაბილეთების ხარჯებს დაფარავს ახალგაზრდობის სააგენტო.
წყარო: ახალგაზრდობის სააგენტოს გვერდი სოციალურ ქსელში