en
ge

პროექტი გაეროს მოდელი - ლუბლიანა, სლოვენია

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 05.06.2013
  • ბოლო ვადა: 14.06.2013
  • ბმული: http://jobs.ge/58734/
პროექტი "გაერთიანებული ერების საერთაშორისო მოდელი", ქ. ლუბლიანა, სლოვენია (23-27 სექტემბერი, აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა არის 14 ივნისი)
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 16-26 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას. პროგრამა არის გამოცდილების გაზიარების უნიკალური საშუალება სამყაროში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ.
პროექტის მიზანი არის ღირებული არაფორმალური განათლების მიღება - გუნდური მუშაობა და სემინარები, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეროს წევრი ქვეყნების ახალგაზრდებთან ერთად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა უცხო გარემოში, მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული შესაძლებლობა საჯარო გამოსვლის, დებატისა და სხვა სიტუაციებში, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.
წყარო: jobs.ge