კონკურსის მიზანია, გაძლიერდეს საზოგადოების მხარდაჭერა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონცეპტუალური შემოქმედებითი მასალის შექმნა და გავრცელება. მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე სექსუალური შევიწროების გამომწვევი ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები მსგავსი შემთხვევების დროს აწყდებიან. რა სირთულეები ხვდებათ შევიწროების მსხვერპლებს და რა შესაძლებლობები არსებობს ამ პრობლემის დასაძლევად.
კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” და „რადიო თავისუფლება”. კონკურსი არის ამ ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ეფექტურად განხორციელებისათვის.
წყარო: www.radiotavisupleba.ge