en
ge

კონკურსი მითების დეტექტორის ლაბორატორიაში

კონკურსი "მითების დეტექტორის" ლაბორატორიაში მსმენელების მისაღებად დაიწყო! "მედიის განვითარების ფონდი" (MDF), "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017-2019 წლებში წარმატებით ხორციელდებოდა და უკვე 109 კურსდამთავრებული ჰყავს.

ჩვენი პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით! ახალგაზრდებს, ვისაც სურთ: მიიღონ ცოდნა მედიაწიგნირებაში, განივითარონ ინფორმაციისა და მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები, გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე ვიწვევთ მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილების მისაღებად. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3, 5 თვეა.

წყარო: jobs.ge