en
ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე.

 ძირითადი ფუნქციები: 

- ანალიტიკურ დოკუმენტებზე მუშაობა (მათ შორის: საარჩევნო კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; გრძელვადიანი და მოკლევადიანი საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა; საჯარო განცხადებების მომზადება; ორგანიზაციის საარჩევნო მისიაში აქტიური ჩართულობა);

- შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; 

- გაწეული სამუშაოს, პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება; 

- საიაში საარჩევნო საკითხებში ჩართულ თანამშრომლებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია; 

- სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებში, მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში ჩართულობა; 

- სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება და სხვა.

წყარო: jobs.ge