მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" (MAEE), ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, იწყებს ტრენინგის მონაწილეთა შერჩევას. ტრენინგის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესში შშმ აქტივისტებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
შშმ პირთა უფლებათა ადვოკატირება - ეფექტური კოორდინაცია ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე;
გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკების განხილვა;
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობა;
მონიტორინგის პროცესში შშმ პირთა ჩართულობა;
შშმ უფლებების სამართლებრივი ადვოკატირება (მისაწვდომობის, გონივრული მისადაგებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების საკითხებზე სასამართლო ქეისების გაცნობა-განხილვა);
მედიასთან ეფექტური თანამშრომლობა;
ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.
წყარო: jobs.ge