en
ge

ტრენინგი: სიძულვილის ენა და მისი პრევენციის გზები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: თავისუფალი ახალგაზრდების ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 13.02.2020
  • ბოლო ვადა: 17.02.2020
  • ბმული: https://bit.ly/2UIFxDY

"თავისუფალი ახალგაზრდების ასოციაცია" იწვევს 17-30 წლის მოტივირებულ ახალგაზრდებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: ,,სიძულვილის ენა და მისი პრევენციის გზები”.

მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ არის ევროსაბჭოს კამპანია, რომელიც სათავეს 2013 წლიდან იღებს და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდების მობილიზება სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუ დაინტერესებული ხართ ამ საკითხით, გსურთ ცოდნის გაღრმავება და ამავდროულად პრაქტიკაში განხორციელება, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა. ტრენინგი მოიცავს ერთ დღიან კურსს, რომელსაც ჩაატარებს ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილი ტრენერი: ანა ურმიშვილი. შერჩეული აპლიკანტებისთვის ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. აპლიკაციები მიიღება 2020 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

მონაწილეთა შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება მოტივაციასა და სრულყოფილად შევსებულ აპლიკაციებს. დეტალური ინფორმაციისთვისა და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს...