სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ვიდეო-რგოლების სცენარების შექმნასა და მათ დამზადებაზე.
შესყიდვის საგანი: კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია" – შესახებ 2 საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადება, რომელიც გაზრდის უშუალოდ კამპანიის ცნობადობას და ადამიანებს მასში ჩართვის მოტივაციას გაუჩენს. რა არის კამპანია „ეს ქვეყანა შენია"? „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა სამოქალაქო კამპანია – „ეს ქვეყანა შენია". კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.