არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)" შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" ფარგლებში, მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, ქ. თბილისში გეგმავს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. "სიდა" ღონისძიების მოწყობისა და ორგანიზატორული მომსახურების შესყიდვის მიზნით იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიების ორგანიზება მოიცავს ღონისძიების სივრცის მოწყობას, ტექნიკურ უზრუნველყოფას და სრულ საკოორდინაციო საქმიანობას.
წყარო: jobs.ge