"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეგიონული წარმომადგენელის (გორი) პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს ერუდირებულ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
წყარო: Jobs.ge