OC Media აცხადებს აპლიკაციების მიღებას ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვს ჟურნალისტიკაში არსებითი პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა აინტერესებთ ეს დისციპლინა. ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიული სწავლება შეეხება მედია წიგნიერების, ჟურნალისტური ჟანრების და წერის სტილების, ინტერვიუს ტექნიკების, ეთიკის საკითხებს და ბევრ სხვა საბაზისო თემას. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, რათა მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლონ და სწავლების პროცესიც სახალისო იყოს. ტრენინგი შედგება ორი მოდულისგან და ორივე მათგანზე დასწრება სავალდებულოა. ყველა მონაწილე, მეორე მოდულის მიმდინარეობისას მიიღებს მცირე გრანტს, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ჟურნალისტურ ამბავზე. მათ ეძლევათ შანსი იმუშაონ OC Media-ს რედაქტორებთან, რომლებიც მონაწილეთა საუკეთესო ნაშრომებს თავიანთ პლატფორმაზე გამოაქვეყნებენ.
წყარო: oc-media.org