პროექტი - „ერთად ბავშვთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად" აცხადებს სტუდენტების მიღებას ბანაკებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. ორწლიანი პროექტი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორის", საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას" და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის (თბილისი) თანამშრომლობით 2013 წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტის მიზანია განავითაროს მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მომავალ პედაგოგებს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სამაგალითო პრაქტიკად დამკვიდრდება და შემდგომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება დაინერგოს.
პროექტი ფინანსდება პოლონური დახმარების პროგრამის მიერ (Polish Aid programme) და ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მხარდაჭერით. თანადაფინანსებულია "Support for Democracy 2013”-პროგრამის მიერ.