„თავისუფლების კლუბი" (Club Of Liberty) აცხადებს მონაწილეთა მიღებას თავისუფლების ბანაკში, თემაზე: "თავისუფლება საქართველოსა და მსოფლიოში”. ექვსი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ლექციები თემებზე: ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი; თავისუფლების იდეა და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში; ეკონომიკური თავისუფლება, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, საქართველოს თავდაცვის სისტემა და მედიაში არსებული რეფორმები; ტერორიზმი – მისგან წამოსული საფრთხე და მასთან ბრძოლის მეთოდები.