en
ge

მიღება ონლაინ კურსზე ''ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის''

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის". 

თუ ხართ: 

ჟურნალისტი, 

მედია საშუალების წარმომადგენელი, 

სამოქალაქო აქტივისტი,

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი,

სტუდენტი ან, უბრალოდ, აქტიური მოქალაქე 

მაშინ, საშუალება გეძლევათ სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით. 

კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება. 

კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ. კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. 

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები. 

უფრო ვრცლად ონლაინ სწავლების შესახებ იხილეთ- www.e-learning.ge. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი