სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო კამპანია "ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის "ეს ქვეყანა შენია".
კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
I ადგილი: 1 000 ლარი
II ადგილი: 700 ლარი
III ადგილი: 500 ლარი
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს/ბლოგის ან ვიდეო ბლოგის გამოგზავნა პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org
გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ "კონკურსი: ეს ქვეყანა შენია".
შეფასების კრიტერიუმები:
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 23 მარტისა შემდეგ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org
საკონტაქტო პირი: ნინო სამსონიძე - 577 693074
კამპანია "ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
სამოქალაქო კამპანია "ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
წყარო: ორგანზიაციის ვებგვერდი