ხართ 18 - 25 წლის ასაკის აქტიური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა?
გაქვთ სურვილი მიიღოთ ცოდნა, გააფართოვოთ ნაცნობების წრე და განავითაროთ საკუთარი უნარ-ჩვევები?
სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ! ჩაერთე ლიდერთა ჰაბში და გახდი ლიდერთა ქსელის წევრი.
სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს. ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიდერთა ჰაბი სექტორი 3-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
წყარო:jobs.ge