ცხადდება კონკურსი საგანმანათლებლო პროექტის „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის
„Don't Worry, Be Healthy!"-ის ფარგლებში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და "ანა ფრანკის სახლის” ერთობლივი თანამშრომლობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
საკონკურსო
თემის სათაურია
„ანა ფრანკის
დღიური და
მისი როლი
21-ე საუკუნეში”.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან ამსტერდამში,
ანა ფრანკის
სახლში.
კონკურსის წესები:
- კონკურსში
მონაწილეობა შეუძლია მიიღოს
12-დან 16 წლამდე
ნებისმიერ მსურველს;
- საკონკურსო
ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი პროზის
ან პოეზიის
ნაბეჭდი სახით. პროზა
უნდა შედგებოდეს
მინიმუმ 400 - მაქსიმუმ 600 სიტყვისგან,
ხოლო პოეზიის
ტექსტი შეზღუდულია
არ არის.
- ტექსტი
უნდა იყოს აკრეფილი ვორდის
ფაილში ქართული
ფონტით (აკად ნუსხური)
- 12-იანი შრიფტით
- დაშორება
ხაზებს შორის
1,15
მხოლოდ
თავფურცელზე უნდა იყოს მოცემული საკონკურსო
თემის სათაური
და ინფორმაცია
მონაწილის შესახებ:
- სახელი
- გვარი
- ასაკი
- ქალაქი
- მისამართი
- სკოლა
- ტელეფონის
ნომერი
- ელექტრონული
ფოსტის მისამართი
- თავფურცელის
გარდა ყველა
გვერდი უნდა იყოს დანომრილი
- ნამუშევარი
უნდა გამოაგზავნოთ
ვორდისა და პე-დე-ეფ ფაილით
საკონკურსო
ნამუშევრები მიიღება 2013 წლის
31 აგვისტოს 18:00 საათამდე;
ნამუშევრები
შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
ელ-ფოსტით:
Annefrank_2013@una.ge-ზე
ან ფოსტით:
თბილისი, 0171
დოლიძის ქუჩა 2
საქართველოს გაეროს ასოციაცია
კონკურსი „ანა ფრანკი-2013"
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი