en
ge

განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი შესაძლებლობას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები. სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა - ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. 

განაცხადები მიიღება შემდეგ სასწავლო კურსებზე: 

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; 
  • სოციალური კვლევის მეთოდები. 

ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: პროექტის მართვის თანამედროვე ტენდენციები, სისტემური ცვლილების განხორციელება; საზოგადოებრივი კომუნიკაციის არსი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; სოციალური კვლევის ტიპები და მეთოდები, კვლევის დიზაინის დაგეგმვა და განხორციელება. ჩვენი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შესაბამისად კურსები არის ინფორმატიული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული. 

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი