"ათასწლეულის ფონდი", გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს - "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის". კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.
წყარო: Jobs.ge