ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული კონკურსის, „ეს ქვეყანა შენია" ფარგლებში, ნაშრომების მიღების ვადას 15 მაისამდე ახანგრძლივებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლეთა ჯგუფებს (მათ შორის თვითმმართველობებს, სამოქალაქო კლუბების და მოსწავლეთა სხვა ჯგუფებს). თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
კონკურსი ჩატარდება სამ ნომინაციაში:
ნომინაცია 1: სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება;
ნომინაცია 2: სამოქალაქო აქტივიზმი;
ნომინაცია 3: საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) საქმიანობის წარმოჩენა.
საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს რეგიონის კომპეტენტური ჟიური. ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ფინალურ შეკრებაზე, სადაც თავს მოიყრის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის გამარჯვებული და სადაც ჩატარდება კონკურსის სუპერ-ფინალი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი